Accessibility links

პრეზიდენტი უცხოეთში სწავლას დააფინანსებს


უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხულ საქართველოს მოქალაქეებს სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს პრეზიდენტი დაუფინანსებს. საჭირო თანხები სარეზერვო ფონდიდან იქნება გაღებული. დაფინანსების მიღება კონკურსის საფუძველზე მოხდება. შეიქმნება საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობასაც პრეზიდენტი განსაზღვრავს. კომისია კონკურსის გამოცხადებას, კონკურსის ჩატარების ვადებისა და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის განსაზღვრას უზრუნველყოფს, მიიღებს გადაწყვეტილებას უცხო ქვეყნების უმაღლეს აგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების შერჩევის შესახებ და განსაზღვრავს მათი დაფინანსების ოდენობას.
XS
SM
MD
LG