Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნელსონ მანდელა საავადმყოფოში მოათავსეს


სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ნელსონ მანდელა საავადმყოფოში მოათავსეს ფილტვების ინფექციის დიაგნოზით. ეს განცხადება დღეს გააკეთა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, ჯეიკობ ზუმას კანცელარიამ. შარშან დეკემბერში მანდელამ, რომელიც 94 წლისაა, თითქმის სამი კვირა დაჰყო სააავდმყოფოში ფილტვების ინფექციის სამკურნალოდ და ნაღვლის ბუშტიდან კენჭის ამოსაღები ოპერაციისათვის. მანდელა 1994 წელს გახდა სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი მას შემდეგ, რაც 1990 წელს გამოუშვეს ციხიდან, სადაც მან 27 წელი დაჰყო აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. მას მთელს მსოფლიოში დიდ პატივს სცემენ სამხრეთ აფრიკაში შავკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის შერიგებაში შეტანილი წვლილისათვის.
XS
SM
MD
LG