Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კოჟორიძემ ცალმხრივი უწოდა შსს-ს განცხადებას


შსს-ს განცხადებას ცალმხრივი უწოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ. დღევანდელ პრესკონფერენციაზე კახა კოჟორიძემ აღნიშნა, რომ სამინისტროს განცხადება არ იძლევა იმის რწმენას, რომ მომხდარი ფაქტი ობიექტურად იქნება გამოძიებული, რადგან აქცენტირებულია მხოლოდ ასოციაციის მძღოლის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა და არაფერია ნათქვამი პოლიციის მაღალჩინოსნის ქმედებაზე. კოჟორიძის თქმით, ის ესაუბრა ორგანიზაციის მძღოლს, რომლის განცხადებით, გუშინ ნამდვილად დალია ალკოჰოლური სასმელი, თუმცა დღეს მისი ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შსს-ს მოუწოდებს მისი სისტემის მაღალჩინოსნის ქმედებითაც დაინტერესდეს და გამოძიება ობიექტურად აწარმოოს. ამასთან, ორგანიზაცია აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG