Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციაში დაკითხეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლები


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლები, რომლებიც აჭარის შს-თა სამმართველოს უფროსს ვალერი თელიას შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ, პოლიციაში დაკითხეს. დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ასოციაციის წარმოამდგენლებსა და თელიას შორის ინციდენტი ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე ავტომანქანებით გადაადგილებისას მოხდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები და ორგანიზაციის მძღოლი აცხადებენ, რომ მათ ვალერი თელიამ სიტყვიერი და ფიზიკური სეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. თავად აჭარის შს-თა მთავარი სამმართველოს უფროსი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს და უთანხმოებას ასოციაციის მძღოლის მიერ ავარიული სიტუაციის შექმნას უკავშირებს. საქართველოს შსს-ს განცხადებით, ბათუმში მომხდარი ფაქტის გამო გენერალური ინსპექცია შიდა მოკვლევას იწყებს. ამასთან, სამინისტროს განცხადებით, საპატრულო პოლიციის მიერ დადგენილია, რომ ასოციაციის მძღოლმა როინ ფარტენაძემ, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ავარიული ვითარება შექმნა და დაჯარიმებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით. რაც შეეხება შიდა მოკვლევას, შსს აცხადებს, რომ მისი დასრულების შემდეგ საზოგადოებას სრულ ინფორმაციას მიაწვდის.
XS
SM
MD
LG