Accessibility links

logo-print

პუტინი „რუტინას“ უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს „რუტინული ზომა“ უწოდა შემოწმებებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებში ტარდება. პუტინმა რუსეთის სახალხო დამცველთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების მიზანია, დადგინდეს, შეესაბამება თუ არა მათი მოქმედება მათ მიერვე გამოცხადებელ მიზნებსა და რუსეთის კანონმდებლობას. გასული კვირიდან მოყოლებული, რუსეთის ხელისუფლებამ რეგისტრაციის დამადასტურებელი და საბუღალტრო დოკუმენტები მოითხოვა რუსეთში მოქმედი ათობით არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, მათ შორის „ჰიუმან რაითს უოჩისაგან“ და „ამნესტი ინტერნეიშენალისაგან“.
XS
SM
MD
LG