Accessibility links

logo-print

დამასკში 15 სტუდენტი დაიღუპა უნივერსიტეტის დაბომბვის შედეგად


სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, საარტილერიო ჭურვები მოხვდა დამასკის უნივერსიტეტის კომპლექსს, რის შედეგადაც 15 სტუდენტი დაიღუპა. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „სანა“ იუწყება, რომ ამავე იერიშის შედეგად დაჭრილია ექვსი ადამიანი. ტელევიზია „ალ-იხბარიის“ ცნობით, ჭურვები მოხვდა არქიტექტურის ფაკულტეტის შენობას დამასკის ცენტრალურ უბანში. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ ადასტურებს ცნობას უნივერსიტეტის კომპლექსის დაბომბვის შესახებ. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი მეამბოხეები ბოლოხანს სულ უფრო ხშირად იყენებენ საარტილერიო ჭურვებს დამასკში იერიშების მოსაწყობად.
XS
SM
MD
LG