Accessibility links

აშშ-მა შეშფოთება გამოხატა რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების „უპრეცედენტო შემოწმებების“ გამო


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთში არაკომერციული ორგანიზაციების „უპრეცედენტო შემოწმებების“ გამო, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მნიშვნელობის დაკნინებას. ამის თაობაზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ 2012 წელში მიღებული და 2013 წელს მოსალოდნელი საკანონმდებლო აქტები, მკაცრს შეზღუდვებს უწესებს რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობას და ეს შეშფოთება რუსეთის ხელისუფლებასაც გავუზიარეთ,“, - განაცხადა ვიქტორია ნულადმა.
XS
SM
MD
LG