Accessibility links

logo-print

პაკისტანში თვითმკვლელმა პოლიციაზე თავდასხმა განახორციელა


თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში გასამხედროებული პოლიციის უფორსის წინააღმდეგ განხორციელებულ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა სულ ცოა 11 ადამიანი. რადიო თავისუფლების ცნობით, აფეთქება მოხდა იმ დროს, როცა აბდულ მაჯიდ მარვატის ესკორტმა პეშავარში მდებარე სამხედრო ბლოკ-საგუშაგო გაიარა. უშიშროების სამსახურის წარმომადგენელთა თანახმად, მარვატი, რომელიც ხაიბერ პახტუნხვის პროვინციის სასაზღვრო პოლიციას ხელმძღვანელობს, არ დაშავებულა. პოლიციის ინფორმაციით, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც, მათ შორის - ორი ქალი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. პაკისტანის უშიშროების ძალებზე თავდასხმა ბოლო დროს გახშირდა ”თალიბანის” მხრიდან. 1 მაისს პაკისტანში საყოველთაო არჩევნებია დანიშნული.
XS
SM
MD
LG