Accessibility links

logo-print

ბოსნიის ომში სისასტიკით ცნობილ პირს 45 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


ბოსნია ჰერცეგოვინაში სასამართლომ 45 წლით პატიმრობა მიუსაჯა ბოსნიელი სერბების გასამხედროებული ძალების ყოფილ წევრს, ვესელინ ვლაჰოვიჩს, რომელსაც ბოსნიის ომის დროს „გრბავიცის ურჩხული“ შეარქვეს. ის ცნობილი იყო 1992-95 წლების ომში არასერბ სარაევოელთა მიმართ თავისი სისასტიკით. სასამართლომ ვლაჰოვიჩი დამნაშავედ სცნო 31 მკვლელობაში, 13 ქალის გაუპატიურებაში, ადამიანების უკანონოდ დაპატიმრებაში, წამებაში, ათობით სამოქალაქო პირის გაძარცვაში. 2001 წელს ვლაჰოვიჩმა მოახერხა ჩერნოგორიაში წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაქცევა. ის 2010 წელს დააკავეს ესპანეთში, საიდანაც ბოსნიას გადასცეს. ვლაჰოვიჩის განაჩენი ყველაზე მკაცრია განაჩენებს შორის, რომლებიც სამხედრო დანაშაულებისათვის აქვთ გამოტანილი ბოსნია-ჰერცეგოვინის სასამართლოებს.
XS
SM
MD
LG