Accessibility links

logo-print

სირიელმა მეამბოხეებმა იორდანიის საზღვართან სტრატეგიული ქალაქი დაიკავეს


სირიელი აქტივისტების ცნობით, ოპოზიციის სამხედრო ძალებმა იორდანიის საზღვართან მდებარე სტრატეგიული ქალაქი იგდეს ხელთ. ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის თანახმად ქალაქი დაილი მეამბოხეებმა დაიკავეს პარასკევს, მძიმე ბრძოლის შემდეგ, რომლის დროსაც 38 კაცი, მათ შორის სამოქალაქო პირებიც დაიღუპნენ. სირიელი აქტივისტების თქმით, ოპოზიციის სამხედრო დანაყოფებმა ქალაქის შესასვლელში მდებარე სირიის სამთავრობო ჯარების სამი სამხედრო პოსტი გაანადგურეს.
XS
SM
MD
LG