Accessibility links

პოლიციელებზე თავდასხმის პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა იკისრა


პაკისტანის თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში გასამხედროებული პოლიციის უფროსის წინააღმდეგ განხორციელებულ აფეთქებაზე, რომლის დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა. დაიჭრა სულ ცოტა 11 ადამიანი. რადიო თავისუფლების პაკისტანის სამსახურის ცნობით, აფეთქება მოხდა იმ დროს, როცა აბდულ მაჯიდ მარვატის ესკორტმა ფეშავარში მდებარე კარგად დაცულ აშშ-ის საკონსულოს აუარა გვერდი. უშიშროების სამსახურის წარმომადგენელთა თანახმად, მარვატი, რომელიც ხაიბერ პახტუნხვის პროვინციის სასაზღვრო პოლიციას ხელმძღვანელობს, არ დაშავებულა. პოლიციის ინფორმაციით, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც, მათ შორის - ორი ქალი. პაკისტანის უშიშროების ძალებზე თავდასხმა ბოლო დროს გახშირდა ”თალიბანის” მხრიდან. 1 მაისს პაკისტანში საყოველთაო არჩევნებია დანიშნული.
XS
SM
MD
LG