Accessibility links

logo-print

დავით ჯინჭარაძე: სახელმწიფო მოხელეები ვალდებული არიან გამოძიების შეკითხვებს უპასუხონ


თბილისის საკრებულოში დღეს ბრიფინგი გამართა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან ოპოზიციაში გადასულმა დავით ჯინჭარაძემ. მან უმრავლესობიდან ოპოზიციაში გადასული კიდევ ერთი დეპუტატის, გელა ომანიძის სახელით ჟურნალისტებს აცნობა, რომ ომანიძე დღეს მოწმედ დასაკითხად დაიბარეს მთავარ პროკურატურაში. ”შესაბამისად კოლეგების მოსაზრება, რომ საგამოძიებო ორგანოებში ნაციონალური მოძრაობის წევრთა დაკითხვა პოლიტიკური ნიშნით ხდება, რეალობას მოწყვეტილია, რადგან თუ ეს პოლიტიკური ზეწოლაა, რატომ დაიბარეს გელა ომანიძე, რომელმაც ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე დღის წინ დატოვა”, - განაცხადა დავით ჯინჭარაძემ. მისივე თქმით, სახელმწიფო მოხელეები ვალდებულნი არიან გამოძიების შეკითხვებს უპასუხონ, მაგრამ სასურველია, რომ დეპუტატებს სხდომის დღეებში არ იბარებდნენ.
XS
SM
MD
LG