Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აღდგა „შრომის გმირის“ წოდება


რუსეთში ისევ შემოიღეს „შრომის გმირის“ წოდება. შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია „თავდადებული და კეთილსინდისიერი შრომის პრესტიჟის ამაღლების მიზნით“. „შრომის გმირის“ წოდებას საბჭოთა კავშირში 1928-38 წლებში ანიჭებდნენ. 1938 წელს მას „სოციალისტური შრომის გმირი“ ჩაენაცვლა. ის 1991 წლამდე არსებობდა.
XS
SM
MD
LG