Accessibility links

პუტინი პირადად ესწრება შავ ზღვაზე დაწყებულ სამხედრო წვრთნებს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შავი ზღვის პირა ქალაქ ანაპაში ჩავიდა, რათა პირადად ადევნოს თვალი სამხედრო წვრთნებს. წვრთნების დაწყების შესახებ გუშინ გავრცელდა მოულოდნელი განცხადება. პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ პარასკევს ვერტმფრენიდან ადევნებდნენ თვალს სწავლებაში მონაწილე სამხედრო ძალების მოქმედებას. პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ შავ ზღვაზე სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 7000-ზე ნაკლები ჯარისკაცი, რის გამოც საჭირო არ არის მეზობელი ქვეყნებისათვის ინფორმაციის წინასწარ მიწოდება. მაგრამ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ დღეს განაცხადა, რომ კრემლის გადაწყვეტილება, მეზობლების გაფრთხილების გარეშე დაეწყო სამხედრო წვრთნები, საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა.
XS
SM
MD
LG