Accessibility links

logo-print

ერაყში 20-მდე ადამიანი შეიწირა მეჩეთებთან მოწყობილმა აფეთქებებმა


ერაყის პოლიციის ცნობით, სულ ცოტა, 18 ადამიანი შეიწირა აფეთქებებმა, რომლებიც დანაღმული ავტომანქანებით მოეწყო შიიტურ მეჩეთებთან პარასკევის ლოცვის დროს. დაიჭრა 100-ზე მეტი პირი. აფეთქებები ბაღდადის რამდენიმე რაიონში და ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ქირქუქში განხორციელდა. მათზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ალ-ყაიდის მოკავშირე სუნიტი ექსტრემისტები ხშირად ესხმიან თავს შიიტებს, რომლებიც შიიტების ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის მომხრეებად მიაჩნიათ.
XS
SM
MD
LG