Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი შეშფოთებულია ჩრდილოეთ კორეის გარშემო დაძაბულობით


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხედავს საფრთხეს, რომ ჩრდილოეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობა კონტროლს აღარ დაექვემდებარება. პარასკევს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე, ლავროვმა მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდა. ლავროვის განცხადება მოჰყვა ჩრდილოეთ კორეის მუქარას, რომ მზად არის, სარაკეტო თავდასხმა განახორციელოს შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე, როგორც ამერიკის კონტინენტზე, ისე წყნარი ოკეანის რეგიონში და სამხრეთ კორეაში. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩონ ინმა ხუთშაბათს, გვიან მოაწერა ხელი განკარგულებას, კორეის ნახევარკუნძულზე შეერთებული შტატების „სტილსის“ ტიპის ბომბდამშენების გადაფრენის საპასუხოდ. როგორც იუწყებიან, კიმ ჩონ ინმა თქვა, რომ დროა, ჩრდილოეთმა კორეამ „ანგარიში გაუსწოროს ამერიკელ იმპერიალისტებს“
XS
SM
MD
LG