Accessibility links

კვიპროსის პრეზიდენტი: გაკოტრება თავიდან ავიცილეთ


კვიპროსის პრეზიდენტი, ნიკოს ანასტასიადესი აცხადებს, რომ გაკოტრების საფრთხე განეიტრალებულია და ქვეყანა არ აპირებს ევროს მოქმედების ზონის დატოვებას. მიმდინარე კვირაში კვიპროსს 10 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყვეს ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. თუმცა, ანასტასიადესმა დასძინა, რომ დახმარების სანაცვლოდ კვიპროსს უპრეცედენტო მოთხოვნები წაუყენეს, რაც მას ერთგვარ ექსპერიმენტად აქცევს. დახმარების მიღების პირობების ფარგლებში კვიპროსის ცენტრალურმა ბანკმა კაპიტალის მოძრაობაზე შეზღუდვები დააწესა, რათა არ დაეშვა ფინანსური ინსტიტუციების კოლაფსი. კვიპროსში ბანკები ხუთშაბათს გაიხსნა, მას შემდეგ, რაც ორი კვირის მანძილზე რჩებოდა დახურული.
XS
SM
MD
LG