Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი აშშ-ს "შიდა საქმეებში ჩარევად უთვლის“ არაკომერციული ორგანიზაციების დაფინანსებას


კრემლი „შიდა საქმეებში ჩარევის დაუფარავ მცდელობას“ უწოდებს აშშ-ის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინასებას რუსეთის ტერიტორიაზე. ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდ ლუკაშევიჩი ამერიკელი კოლეგის, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიქტორია ნულანდის ამასწინანდელ განცხადებას. რუსეთში მიმდინარე არასამთავრობო ორგანიზაციათა შემოწმებას ნულანდმა „კუდიანებზე ნადირობას“ შეადარა. „რუსეთში მიმდინარე ინსპექციები, როგორც ვთქვი, ფართო გაგებით მიმართულია არა მხოლოდ იმ არსამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთში მიღებული კანონით დადგენილ ცვლილებებს ექვემდებარებიან, არამედ ისეთი ორგანიზაციების წინააღმდეგაც, როგორიცაა რელიგიური და საგანმანათლებლო ორგანიზაციები, რომლებზეც არ ვრცელდება კანონის მოთხოვნები. ეს ნამდვილად წარმოადგენს ჩვენი შეშფოთების საგან და გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ერთგვარ კუდიანებზე ნადირობასთან,“ -განაცხადა ნულანდმადა დასძინა, რომ აშშ-ს განზრახული აქვს მესამე ქვეყნების გზით დააფინანსოს ცალკეული არაკომერციული ორგანიზაციები რუსეთში.
XS
SM
MD
LG