Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი მოლაპარაკებებს მართავს საუდის არაბეთში


ავღანეთის პრეზიდენტი შაბათს ჩავიდა კატარში, სადაც საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს გამართვას ავღანეთის სამშვიდობო პროცესზე და ასევე თალიბანის წარმომადგენლებისათვის კატარში ოფისის გახსნის საკითხზეც იმსჯელებს. ჰამიდ კარზაის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აიმალ ფაიზიმ უთხრა რადიო თავისუფლებას, ორდღიანი შეხვედრების ყურადღების ცენტრში იქნება იმის განსაზღვრა, თუ ვინ უნდა მიიღო მონაწილეობა, დაწყების შემთხვევაში ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში. თალიბანი, რომელიც ჰამიდ კარზაის აშშ-ის მარიონეტს უწოდებს, უარს ამბობს კარზაისთან პირდაპირი მოლაპარაკების გამართვაზე. ჰამიდ კარზაი კი მოითხოვს, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებას თალიბებთან მისმა დანიშნულმა პირმა უხელმძღვანელოს.
XS
SM
MD
LG