Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში პოლიციელებზე სისხლისმღვრელი თავდასხმა მოხდა


ერთი პოლიციის ოფიცერი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. აფეთქება ფეშავარიდან 50 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ მარდანში მოხდა. დაჭრილები არიან პოლიციელები და მოქალაქეები. მომხდარ ტერაქტზე პასუხიმგებლობა არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ბოლო ხანს პაკისტანში სულ უფრო მატულობს ძალადობის ფაქტები, რაც 11 მაისსისთვის დანიშნულ საყოველთაო არჩევნებს უკავშირდება.
XS
SM
MD
LG