Accessibility links

logo-print

ხელისუფლება ნელსონ მანდელას „გამოკეთებაზე“ საუბრობს


სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ იოსეფ ზუმას ოფისის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი ლიდერი ნელსონ მანდელა მკურნალობას ჰოსპიტალში გადის. ოფიციალური განცხადების თანახმად 94 წლის მანდელას სუნთქვა აღუდგა, მას შემდეგ რაც ექიმებმა ავადმყოფს პნევმონიის მკურნალობის კურსი ჩაუტარეს. მანდელა საავადმყოფოში 27 მარტიდან იმყოფება. მას ფილტვების მწვავე ვირუსული ინფექცია დაუდგინეს, თუმცა, როგორ სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება აცხადებს პაციენტი თავს უკეთ გრძნობს.
XS
SM
MD
LG