Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ერთ-ერთ სკოლაზე თავდასხმა მოხდა


შეიარაღებული ჯგუფი შაბათს თავს დაესხა პაკისტანის სამხრეთით, ქვეყნის უდიდეს ქალაქ კარაჩიში განლაგებულ ერთ-ერთ სკოლას. იუწყებიან, რომ თავდასხმის შედეგად მოკლულია სკოლის დირექტორი. დაიჭრა ხუთიდან ათ წლამდე ასაკის არანაკლებ რვა ბავშვი. პოლიციის ინფორმაციით, მოკლული სკოლის დირექტორი „ავამის“ ეროვნული პარტიის წევრი იყო. აღნიშნული პოლიტიკური ძალა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონების პუშტუნებს აერთიანებს. მომხდარ თავდასხმაზე პასუხიმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
XS
SM
MD
LG