Accessibility links

logo-print

არასამთავრობო ორგანიზაციები ბათუმის ინცინდენტზე განცხადებას ავრცელებენ


საქართველოში მოქმედი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, აჭარის შს სამმართველოს უფროს ვალერიან თელიას მიერ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლების მიმართ 28 მარტს განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის გამო. არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო პოლიციის უფროსის ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ დროულად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოიძიოს აღნიშნული საქმე, როგორც ძალადობისა და მუქარის, ასევე მტკიცებულებათა განადგურების (ვიდეოჩანაწერის წაშლის) ნაწილში, ხოლო გამოძიების დასრულებამდე აჭარის შს სამმართველოს უფროსს შეუჩერდეს სამსახურეობრივი უფლებამოსილება. განცხადებას ხელს ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.
XS
SM
MD
LG