Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო მანევრებით შავ ზღვაზე


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შავი ზღვის რეგიონში რუსული შეიარაღებული შენაერთების ფართომასშტაბიანი წვრთნების მოულოდნელად დაწყებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. რუსეთის ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ წვრთნებში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 7000 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, საავიაციო და საზღვაო შენაერთებიდან, და ჩართულია 30-ზე მეტი სამხედრო ხომალდი. წვრთნები საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრების სიახლოვეს ტარდება. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ წვრთნების ჩატარების ხანგრძლივობის და სამხედრო ნაწილების დისლოკაციის ზუსტი ადგილმდებარეობის თაობაზე. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული წვრთნები უჩვეულოა, რადგან ის სცდება სამხედრო შენაერთების განლაგების ჩვეულ ადგილს, რომელიც შესაბამისობაშია "ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ" ვენის 2011 წლის დოკუმენტთან.
XS
SM
MD
LG