Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში შეიარაღებულ თავდასხმაში ორი ჯარისკაცი დაიღუპა


ორი ლიბიელი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე საავიაციო ბაზაზე 150-მდე შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად. სამოქალაქო ომის შემდეგ ლიბიის სამხრეთით მდებარე ვეებერთელა უდაბნო ტერიტორია საბრძოლო იარაღის და კონტრაბანდული საქონლის საქარავნე გზად გადაიქცა. ლიბიის არმიის ოფიციალური წარმომადგენლის საად ალ ორფის თქმით, შეიარაღებული თავდამსხმელები, რომლებიც მძიმედ იყვნენ შეიარაღებული, გზად თავს დაესხნენ სამხედრო საავიაციო ბაზას, რომელსაც სამხედრო ძალები იცავდნენ. ლიბიაში ცენტრალური ხელისუფლება კვლავ სუსტია და მას წინააღმდეგობას უწევენ რეგიონებში გამაგრებული სახალხო ლაშქრის წევრები, რომლებმაც ქვეყნის დიქტატორ მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ მოიპოვეს გავლენა.
XS
SM
MD
LG