Accessibility links

logo-print

შუალედური არჩევნები პერიოდში საქართველოს პროკურატურა კანდიდატებს აღარ დაკითხავს


საქართველოს მთავარი პროკურატურა მზად არის, თავი შეიკავოს იმ კანდიდატთა საგამოძიებო უწყებებში დაბარებისაგან, რომლებიც კენჭს იყრიან. ეს ეხება განსაკუთრებით საქართველოს სამ რაიონს, სადაც 27 აპრილს შუალედური არჩევნები იმართება. "მძიმე მდგომარეობაა ნაძალადევის რაიონში, სადაც პრაქტიკულად მთელი საარჩევნო შტაბი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ კინწურაშვილმა განუცხადა. როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოში უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით ჯანდიერმა განუცხადა, მთავარი პროკურატურა მზად არის, უზრუნველყოს შუალედური არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად, თავი შეიკავოს იმ კანდიდატთა საგამოძიებო უწყებებში დაბარებისაგან, რომლებიც იყრიან კენჭს. მისივე თქმით, ეს არ შეეხება იმ შემთხვევებს, თუ საპროცესო ვადები მოითხოვს საწინააღმდეგოს ან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.
XS
SM
MD
LG