Accessibility links

logo-print

იორდანიის ახალმა მინისტრთა კაბინეტმა მეფის წინაშე ფიცი დადო


პირველად იორდანიის ისტორიაში მინისტრთა ახალმა კაბინეტმა ქვეყნის მეფის აბდულა მეორის წინაშე დადო ფიცი. მთავრობას შაბათს პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრი აბდულა ენსოური უხელმძღვანელებს. მანამდე ენსოური მხოლოდ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. იორდანიის მეფე აბდულა მეორის რეფორმისტული პროგრამის თანახმად მინისტრთა კაბინეტში შემცირდა მინისტრების რაოდენობა. მთავრობაში მხოლოდ 19 მინისტრი, მათ შორის ერთი ქალი იმუშავებს.
XS
SM
MD
LG