Accessibility links

logo-print

რომის პაპი მსოფლიოს მშვიდობისაკენ მოუწოდებს


სააღდგომო ეპისტოლეში, რომის პაპმა ფრანცისკემ მსოფლიოს მშვიდობისაკენ მოუწოდა. საკვირაო ქადაგებაში რომის პაპმა განსაკუთრებული ყურადღება პალესტინაზე, სირიასა და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაზე გაამახვილა და კორეის ნახევარკუნძულის კრიზისზე შეჩერდა: „დაე მშვიდობა იყოს აზიაში, პირველ ყოვლისა კორეის ნახევარკუნძულზე: იქნებ დაიძლიოს უთანხმოება და კვლავაც იმძლავროს შერიგების სულისკვეთებამ“, - განაცხადა ფრანცისკემ. რომის პაპმა, არგენტინის ყოფილმა კარდინალმა ხორხე მარიო ბერგოლიომ, მოსახლეობას ბუნების დაცვისაკენ მოუწოდა. რომის პაპის ქადაგებას ვატიკანის წინ 250 ათასი ადამიანი უსმენდა.
XS
SM
MD
LG