Accessibility links

ტიბეტში გრძელდება სამაშველო ოპერაცია დამეწყრილ მაღაროში


დაახლოებით 3500 ჩინელი მაშველები აგრძელებს სამაშველო სამუშაოებს დამეწყრილ მაღაროს ტერიტორიაზე, რომელიც ტიბეტის ავტონომიაში მდებარეობს. მაშველებმა ჯერჯერობით ერთი გარდაცვლილი მაღაროელის გვამს მიაგნეს. მთლიანობაში დაკარგულად ითვლება 82 მაღაროელი და ძალიან მცირეა შანსი, რომ რომელიმე მათგანი ცოცხალი იყოს. ტიბეტის ავტონომიურ რაიონში მდებარე სპილენძის მომპოვებელ ერთ-ერთ მაღაროში გიგანტური მეწყერი 29 მარტს გამთენიისას ჩამოწვა. იმავე დღეს ჩინეთის პროვინცია გირინში ქვანახშირის საბადოში მომხდარ გაზის აფეთქებას 28 კაცი შეეწირა. მოხერხდა 13 მაღაროელის გადარჩენა. მსოფლიოში სამთომომპოვებელ წარმოებაში მომხდარი ავარიებით ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
XS
SM
MD
LG