Accessibility links

logo-print

მთავარი პროკურორის თქმით გირგვლიანის საქმეში მეხუთე პირიც ფიგურირებს


საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების დროს, დადგენილია მეხუთე პირის ყოფნის ფაქტი და მისი იდენტიფიცირებაც მომხდარია, რომლის შესახებაც დღემდე არავისთვის არაფერი იყო ცნობილი. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პრეს-პრესში" შაბათს განაცხადა. "გაერთიანებული ქართული ბანკის" თანამშრომელი სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე 2006 წლის 27 იანვარს ლესელიძის ქუჩიდან გაიტაცეს, სანდრო გირგვლიანის ნაწამები სხეული კი 28 იანვარს ოქროყანის სასაფლაოსთან იქნა ნანახი.
XS
SM
MD
LG