Accessibility links

logo-print

საფრანგეთში ხანძარმა ხუთი ბავშვი იმსხვერპლა


საფრანგეთში ერთ-ერთ სახლში გაჩენილმა ხანძარმა ხუთი ბავშვი იმსხვერპლა. ტრაგედია პარიზიდან 130 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ სანტ-ქვენტინში წუხელ მოხდა. ხანძრის შედეგად 2-დან 10-წლამდე ასაკის ხუთი ბავშვი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, სახლში ბავშვებთან ერთად მათი მამაც იმყოფებოდა, რომელმაც ფანჯრიდან გადახტომით უშველა თავს და თავად მხოლოდ მსუბუქი დამწვრობა მიიღო.
XS
SM
MD
LG