Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში გზაზე მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი შეეწირა


პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ბანის მახლობლად კვირას მომხდარი აფეთქების დროს ორი კაცი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. ბომბი იმ დროს აფეთქდა, როდესაც გაზაზე ადგილობრივი პოლიტიკოსის, პარლამენტის ყოფილი წევრის ადნან ვაზირის ავტოკოლონამ ჩაიარა. პოლიტიკოსი დაზიანდა და ჰოსპიტალიზებულია. იუწყებიან, რომ ადნან ვაზირი, რომელიც „ავამის“ ნაციონალური პარტიის წევრია, მონაწილეობის მიღებას აპირებს ხაიბერ-პახტუნხვის პროვინციაში დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებში.
XS
SM
MD
LG