Accessibility links

საქართველოში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა


საქართველოში 31 მარტს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე აღინიშნება. 22 წლის წინ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე დასმულ შეკითხვას - გსურთ თუ არა, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი, - ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა. სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი. საქართველოს მოსახლეობას რეფერენდუმის დღე ფეისბუკით საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიულოცეს. „31 მარტის რეფერენდუმი თავის მნიშვნელობას კვლავ ინარჩუნებს - ის არის საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი საკვანძო დებულება და იმდენად იმპერატიული, რომ მისი რაიმე თვალსაზრისით უგულებელყოფა აბსოლუტურად გამორიცხულია“, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში.
XS
SM
MD
LG