Accessibility links

logo-print

ჩინეთში ორი ადამიანი დაიღუპა ფრინველის გრიპით


ჩინეთის ქალაქ შანხაიში ორი ადამიანი დაიღუპა H7N9 ფრინველის გრიპის ვირუსით დაავადების შედეგად. როგორც სპეციალისტები იუწყებიან, ეს არის ამ კატეგორიის ვირუსით ადამიანების დაავადების პირველი შემთხვევა. ამავე ვირუსით დაავადებული კიდევ ერთი ქალი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ჩინეთის ოჯახის დაგეგმვისა და ჯანმრთელობის დაცვის კომისიის ინფორმაციით, ფრინველის გრიპის ვირუსით 87 და 27 წლის ორი მამაკაცი თებერვალში დაავადდნენ და მარტში გარდაიცვალნენ. დაავადების საწყის სტადიაზე მათ განუვითარდათ ციებ-ცხელება და ხველება, რაც მოგვიანებით პნევმონიაში გადაიზარდა.
XS
SM
MD
LG