Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საპატრიარქო უმცირესობათა ენებზე ევროპულ ქარტიას მიუღებლად მიიჩნევს


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბოლო დროს რეგიონული და უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის თაობაზე მსჯელობის განახლებას მიუღებლად მიიჩნევს, - პატრიარქის აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში, ჰელსინკში პატრიარქის გამგზავრებამდე, მისმა მდივანმა, დეკანოზმა მამა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო. "ვიდრე ჩვენთან, ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი არ მოგვარებულა და ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღმდგარა, პარლამენტის მიერ ამის რატიფიცირება დაუშვებლად მიგვაჩნია", - ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის განცხადებაში. თავად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ექიმების რეკომენდაციით ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ორი კვირით სამკურნალოდ გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG