Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში კიდევ ორ აქტივისტს წაუყენეს იარაღის არალეგალური შენახვის ბრალდება


ბაქოს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა იარაღის არალეგალური შენახვისათვის ბრალდებულ ორ პირს, რომლებიც სამოქალაქო მოძრაობა „ნიდას“ წევრები არიან. რაშადათ ახუნდოვსა და უზეირ მამადლის, რომლებიც შაბათს დააპატიმრეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რვაწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ამგვარად ექვსამდე გაიზარდა „ნიდას“ დაპატიმრებული აქტივისტების რიცხვი. ოთხი სხვა აქტივისტი ნარკოტიკისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით ჯერ კიდევ 10 მარტის იმ აქციის წინ დააკავეს, რომლის მონაწილეებიც სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცების საეჭვო ვითარებაში დაღუპვას აპროტესტებდნენ. სამოქალაქო მოძრაობა მათი წვერების დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
XS
SM
MD
LG