Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი კორეა „ძალზე სერიოზულად“ აღიქვამს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მუქარას


როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პაკ კინ ჰემ განაცხადა, მისი ქვეყანა „ძალზე სერიოზულად“ აღიქვამს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მუქარას და მზად არის ფხენიანის ნებისმიერ პროვოკაციას მკაცრი პასუხი გასცეს. გუშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იაპონიაში განლაგებული სამხედრო ბაზიდან სამხრეთ კორეაში გადაიყვანა F-22 ტიპის გამანადგურებლები სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ერთობლივ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობისთვის. გასულ კვირაში სამხედრო წვრთნის ფარგლებში სამხრეთ კორეაში გაგზავნილ იქნა ამერიკის B-2 ბომბდამშენები. შაბათს ფხენიანმა ორ კორეულ სახელმწიფოს შორის საომარი მდგომარეობის შესახებ გააკეთა განცხადება. კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება დაიძაბა გაეროს მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის ახალი სანქციების დაწესების შემდეგ, რაც ფხენიანის მიერ თებერვალში მესამე ბირთვული გამოცდის ჩატარებას მოჰყვა.
XS
SM
MD
LG