Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხათუნა ბერძენიშვილი კრწანისის რაიონის გამგებლად დაინიშნა


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ხათუნა ბერძენიშვილი თბილისის კრწანისის რაიონის გამგებლად დაინიშნა. ის დღეს პირადად წარადგინა დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ. მისი განცხადებით, ხათუნა ბერძენიშვილი კრწანისის რაიონის მოსახლეობის უფლებებს დაიცავს და სოციალური მუშაკი იქნება. თავად ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ჟურნალისტიკიდან საკუთარი სურვილით არ წასულა და ამიერიდან აპირებს აქტიურად ჩაებას კრწანისის რაიონის მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაში. საზოგადოებრივი მაუწყებლის დღეს უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა ხათუნა ბერძენიშვილი პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ერთი თვის წინ გაათავისუფლა და მრჩევლობა შესთავაზა, რასაც სამეურველო საბჭოს მიერ თავად ბარათაშვილის გათავისუფლება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG