Accessibility links

logo-print

გენერალი ჯოზეფ დანფორდი ავღანეთში ქართულ სამხედრო ბაზას ეწვია


ავღანეთში აშშ-ის ძალების და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციის მეთაური გენერალი ჯოზეფ დანფორდი ქართულ სამხედრო ბაზა „შუკვანს“ ეწვია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გენერალ დანფორდს მე-3 ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ხელმძღვანელობამ ბაზის ტერიტორია დაათვალიერებინა და სამეთაურო ბრიფინგზე გააცნო ექვსი თვის განმავლობაში მიღწეული შედეგები. მე-12 ბატალიონის მეთაურის, მაიორ კობა ცინდელიანის მოხსენებით, ქართველი სამხედროების მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად, კოალიციურმა ძალებმა კონტროლი აღადგინეს იმ ტერიტორიებზე, სადაც ბოლო პერიოდში ამბოხებულები დომინირებდნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, გენერალმა დანფორდმა ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებული უწოდა მათ წვლილს ავღანეთის მისიაში. ”ქართველი სამხედროები არიან მამაცნი, გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით და ამ თვისებების გამო აშშ-ს საზღვაო ქვეითებს გვეამაყება, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიმსახუროთ ქართველთა გვერდით“, - განაცხადა ჯოზეფ დანფორდმა.
XS
SM
MD
LG