Accessibility links

logo-print

ალექსანდრ ლუკაშევიჩი: თბილისი კვლავ არადამაჯერებლად ცდილობს გადაფაროს რეალობა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 29 მარტის განცხადებას დღეს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მის ვებსაიტზე მედიისთვის გამოქვეყნებულ კომენტარში სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრ ლუკაშევიჩი რუსეთის სამხედრო წვრთნის გამო საქართველოს სერიოზულ შეშფოთებას ხელოვნურს უწოდებს. მისივე შეფასებით, თბილისი კვლავ არადამაჯერებლად ცდილობს გადაფაროს რეალობა, რადგან საქართველო, რომელმაც 2008 წელს სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, დღემდე უარს ამბობს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიათა ამსახველი შეთანხმებების გაფორმებაზე. ლუკაშევიჩის განცხადებით, ქართული მხარის მიერ მისივე კონფრონტაციული პოლიტიკის გადასაფარად რუსეთისგან საფრთხეზე საჯაროდ საუბარი სიახლე არ არის და საკმარისია გახსენება მრავალთვიანი ხმაურისა, რომელიც რუსეთის შარშანდელ, გეგმიურ სწავლებას მოჰყვა. ალექსანდრ ლუკაშევიჩი მიიჩნევს, თბილისი განაგრძობს შაბლონური პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებას, რაც ცუდად ებმის მისსავე განცხადებებს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისკენ სწრაფვის შესახებ.
XS
SM
MD
LG