Accessibility links

logo-print

ბირმაში 50 წლის შემდეგ კერძო გაზეთები დაბრუნდა


თითქმის 50 წლის განმავლობაში პირველად, ბირმაში გაყიდვაში დაბრუნდა კერძო მფლობელობაში მყოფი ყოველდღიური გაზეთები. მარტში ქვეყნის მთავრობამ 16 კერძო გაზეთს მისცა ყოველდღიურად გამოსვლის ლიცენზია. ყოველკვირეული გამოცემები წინა რეჟიმის პირობებშიც იბეჭდებოდა. კერძო გაზეთების გამოცემის აკრძალვა ქვეყანაში 1964 წელს შემოიღეს. მედიაზე დაწესებული ცენზურის შემსუბუქება ნაწილია დემოკრატიზაციის პროცესის, რომელიც 2011 წლის არჩევნებით მოსულმა პრეზიდენტმა, ტეინ სეინმა წამოიწყო. სეინი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობდა წინა, სამხედრო რეჟიმის პირობებში - რომელიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა.
XS
SM
MD
LG