Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბიშვილი სახალხო დამცველის განცხადებას „იდიოტურ ბრალდებას“ უწოდებს


"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი ომბუდსმენის მოსაზრებას ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით "იდიოტურ ბრალდებას" უწოდებს. სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება საქართველოს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩეჩენი მებრძოლების გამოყენებით 2012 წელს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით. როგორც მერაბიშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა, საქართველოს ოფიციალური ორგანოები ქვეყნისთვის "ტერორისტული იმიჯის შექმნას" ცდილობენ. "დღეს ვნახე ბრალდების წაყენების ახალი, ორიგინალური მეთოდი - როცა ომბუდსმენის მეშვეობით ხდება ბრალის წაყენება. ეს არის სრულიად იდიოტური ბრალდება. ეს არის ძალიან იდიოტური, მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და მეცოდება ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირ დაკვეთას ახმოვანებენ", - აღნიშნა მერაბიშვილმა. სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშის თანახმად, ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან განვითარებულ მოვლენებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის მიმართ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს.
XS
SM
MD
LG