Accessibility links

logo-print

ფხენიანი ერთ-ერთი ბირთვული რეაქტორის კვლავ ამოქმედებას აპირებს


ჩრდილოეთი კორეა იონბიონის ბირთვული რეაქტორის კვლავ ამოქმედებას აპირებს. ეს ობიექტი 2007 წელს დაიხურა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია ობიექტის აღდგენისა და სრულად ამოქმედების გეგმის შესახებ, რაც ურანის გამდიდრებასაც მოიცავს. იონბიონის რეაქტორში აწარმოეს პლუტონიუმი ჩრდილოეთ კორეის მიერ 2006 და 2009 წლებში გამოცდილი ბირთვული იარაღისთვის. რეაქტორი 2007 წელს ნაწილობრივ დაშალეს საერთაშორისო თანამეგობრობასთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ. სანაცვლოდ ფხენიანმა 50 ათასი ტონა საწვავი მიიღო. დღეს გამოქვეყნდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩონ ინის სიტყვა, რომელშიც ის აცხადებს, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. რამდენიმე დღის წინ კიმ ჩონ ინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის ”საომარი მდგომარეობაა”.
XS
SM
MD
LG