Accessibility links

logo-print

გუანტანამოს საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ


აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით, გუანტანამოს საპატიმრო დაწესებულებაში 39 პატიმარი შიმშილობს. ”ასოშიეიტედ პრესი” ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 130 პატიმარი აცხადებს უარს საკვების მიღებაზე თავიანთი პატიმრობის გასაპროტესტებლად. ”ნიუ იკორ ტაიმსიც” ეყრდნობა ადვოკატების ინფორმაციას. გაზეთის თანახმად, იმ ”პატიმართა უმრავლესობა”, ვისთვისაც ბრალი არ წაუყენებიათ, რამდენიმე კვირაა შიმშილობს. შიმშილობის დაწყებიდან დღემდე საჭირო გახდა სამი პატიმრის ჰოსპიტალიზაცია. 26 მარტს გუანტანამოს ბაზაზე ვითარების შესასწავლად ჩავიდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია. გუანტანამოს საპატიმროში დარჩენილი 166 პატიმრიდან მხოლოდ ექვსის საქმეს განიხილავს სასამართლო. დაახლოებით 90 პირს ბრალეულობა მოეხსნა და მზად არის გათავისუფლებისთვის, თუმცა, კვლავაც საპატიმროში რჩება აშშ-ის მიერ დაწესებული შეზღუდვებისა და მათი წარმოშობის ქვეყნებში არსებული სირთულეების გამო.
XS
SM
MD
LG