Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ელექტროსადგურზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა


პაკისტანის პოლიციის ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში რამდენიმე ათეული მეამბოხე დაესხა თავს ელექტროსადგურს. სულ ცოტა შვიდი ადამიანია მოკლული, ოთხი კი ობიექტიდან გაიტაცეს. შემთხვევა სამშაბათს პეშავართან ახლოს მოხდა. ინციდენტიდან რამდენიმე საათის განმავლობაში პეშავარის დიდ ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. პოლიციის მაღალჩინოსნის განცხადებით, ელექტროსადგურზე თავდასხმისას ადგილზე მოკლეს ერთი პოლიციელი და დაცვის ერთი თანამშრომელი. დანარჩენი ხუთი პირი გაიტაცეს და შემდეგ დახოცეს. მათი გვამები გატაცების ადგილიდან ერთ კილომეტრში, მინდორში იპოვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
XS
SM
MD
LG