Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიამ და კოსოვომ დღეს მოლაპარაკებები განაახლეს


სერბიისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრებმა - ივიცა დაჩიჩმა და ჰაშიმ ტაჩიმ დღეს ბრიუსელში განაახლეს მოლაპარაკებები, რომელზეც შუამავლის როლს ევროკავშირი ასრულებს. მოლაპარაკებებს დღეს სერბიის გავლენიანი ვიცე-პრემიერი ალექსანდარ ვუჩიჩიც შეუერთდება, რაც იმის ნიშნად არის მიჩნეული, რომ მხარეები შეთანხმებას უახლოვდებიან. ვუჩიჩი სერბიის ”პროგრესული პარტიის” ლიდერია. ის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ძალაა სერბიის პარლამენტში. სერბიის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა განაცხადა, რომ, შესაძლოა დღეს არ მოხერხდეს საბოლოო შეთანხმების მიღწევა. "პრიშტინის ჯიუტი განცხადებები ფაქტის წინაშე გვაყენებს და ისინი არ არის პროცესის ხელშემწყობი”, - განაცხადა ორშაბათს ნიკოლიჩმა. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ბელგრადსა და პრიშტინას შორის მოლაპარაკებებში პროგრესი მათი ევროკავშირში გაწევრიანების პირობაა. სერბია უარს აცხადებს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
XS
SM
MD
LG