Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თებერვალში ევროზონის ქვეყნებში უმუშევრობამ სარეკორდო მაჩვენებელს, 12%-ს მიაღწია


თებერვალში ევროზონის ქვეყნებში უმუშევრობამ სარეკორდო მაჩვენებელს, 12%-ს მიაღწია. ამის შესახებ ევროპის სტატისტიკური სააგენტო „ევროსტატი“ იუწყება. იანვარში ეს მაჩვენებელი 11,9%-ს შეადგენდა. სააგენტოს თანახმად, ერთი თვის განმავლობაში ევროზონის 17 ქვეყანაში უმუშევართა რიცხვი 33 ათასი ადამიანით გაიზარდა და 19 მილიონს მიაღწია. ყველაზე ცუდი ვითარებაა ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც უმუშევრობის დონე შრომისუნარიანი მოსახლეობის 26%-ს შეადგენს. ყველაზე დაბალი უმუშევრობაა ავსტრიასა და გერმანიაში, სადაც უმუშევრობის მაჩვენებლები 4,8% და 5,4% არის.
XS
SM
MD
LG