Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში სიკვდილით დასაჯეს ტერორიზმში ბრალდებული ოთხი ადამიანი


ერაყში სიკვდილით დასაჯეს ტერორიზმში ბრალდებული ოთხი ადამიანი, მათ შორის ბაღდადში „ალ-ყაიდის“ დაჯგუფების ყოფილი მეთაური მუნარ აბდულ რაჰიმ ალ-რავი. როგორც ერაყის იუსტიციის სამინისტრო იტყობინება, ისინი გუშინ ჩამოახრჩეს. ალ-რავი 2010 წლის მარტში დააპატიმრეს. მას ბრალად ედება 2009 წელს ბაღდადში ორი აფეთქების მოწყობა, რის შედეგადაც 250-მდე ადამიანი დაიღუპა. მიმდინარე წელს ქვეყანაში 22 სასიკვდილო განაჩენი აღასრულეს. გაერო, ევროპის კავშირი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ერაყს მოუწოდებენ, სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოაცხადოს.
XS
SM
MD
LG