Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ გამოაქვეყნა აჭარის პოლიციის უფროსსა და საია-ს მძღოლს შორის ბათუმში მომხდარი უთანხმოების შესწავლის შედეგები


დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აჭარის პოლიციის უფროსსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მძღოლს შორის ბათუმში 28 მარტს მომხდარი უთანხმოების შესწავლის შედეგები. მისი გენერალური ინსპექციის დასკვნის თანახმად, ვიდეომეთვალყურეობის კამერის ჩანაწერითა და გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებებით არ დადასტურდა აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს ვალერიან თელიას მხრიდან სამსახურებრივი გადაცდომა. თელიასა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უთანხმოება ორგანიზაციის მძღოლის მიერ ავტოსაგზაო წესების დარღვევას მოჰყვა. ამასთან, დღეს ასოციაციამ შსს-ს მომსახურების სააგენტოდან მიიღო ინფორმაცია, რომ აჭარის პოლიციის უფროსის, ვალერიან თელიას სახელზე არ არის გაცემული მართვის მოწმობა. რაც შეეხება გენერალური ინსპექციის დასკვნას, მას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არაობიექტურს უწოდებს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად 19 საათზე შსს-სთან საპროტესტო აქციის ჩატარებას აპირებს.
XS
SM
MD
LG