Accessibility links

logo-print

სასამართლო არ უჭერს მხარ გია გვიჩიანის განაჩენის გადასინჯვას


თბილისის სააპელაციო სასამართლომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე გიორგი გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას შუამდგომლობები განიხილა. კერძოდ, შუამდგომლობის ავტორები მიუთითებდნენ, რომ საქმის უშუალო მონაწილის, გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ განხორციელდა ფსიქიკური ზეწოლა მამხილებელი ჩვენების მიღების სანაცვლოდ, ასევე სახელმწიფო ბრალდების მხრიდან შეგნებულად არ იქნა წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ კვლევებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები, რითაც დადასტურდებოდა მკვლელობის უშუალოდ შემსრულებლების უდანაშაულობა. "თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობები და განმარტა, რომ შუამდგომლობის ავტორების მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი გიორგი პაპაჩაშვილზე იძულებისა, თუ ზეწოლის განხორციელების თაობაზე სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რითაც უტყუარად დადასტურდებოდა ზეწოლის განხორციელების ფაქტი. რაც შეეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის შესაბამის მოხელეთა მხრიდან შესაძლო უკანონო ქმედების განხორციელებას, სასამართლო განმარტავს, რომ ასეთი ფაქტის არსებობა ასევე უნდა დადასტურდეს სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რაც მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა",-ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს ინფორმაციაში. გია გვიჩიანს კომპანია AES თელასის” ფინანსურ მენეჯერ ნიკა ლომინაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
XS
SM
MD
LG